ცოტა ხნის წინ, მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ბრიფინგი გაიმართა, სადაც ჯერ ერთმა ისაუბრა, მერე მეორემ:
ტიკარაძე: – არ არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და სკოლებში სწავლების შეწყვეტის საბაბი.
გამყრელიძე: – მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს.
ამოცანა: – იპოვნეთ ხალხმცირე სკოლები!
ტიკარაძე: – პირბადეების პრობლემის აღმოფხვრას ვცდილობთ.
გამყრელიძე: – პირბადის გარეშე ეცადეთ გარეთ არ გახვიდეთ.
გამოსავალი – დაველოდოთ პირბადეს.
ტიკარაძე: პირი, რომელსაც აქვს კორონავირუსი, არ იყო შემხებლობაში საქართველოს არც ერთ მოქალაქესთან.
გამყრელიძე: – ირანიდან წამოვიდა მიკროავტობუსით, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა ფეხით… დავადგენთ მათთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს.
უკომენტაროდ…
ალია
კომენტარები