ევროკომისიის პრესმდივნის, ერიკ მამერის თქმით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ევროკომისია 17 ივნისს გამოაცხადებს.
“პრესაში ვნახე, რომ თითქოს კომისიამ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო – ეს მცდარი ინფრომაციაა. გუშინ კომისიას არაფერი გადაუწყვეტია. შედგა საორიენტაციო დებატები, რითაც კოლეგიის წევრებს ამ საკითცის შესახებ საკუთარი ხედვისა და მოსაზრებების გამოთქმის საშუალება მიეცათ, რათა მომზადდეს გადაწყვეტილება, რომელიც პარასკევსს გამოცხადდება. კოლეგია ამ დებატებისთვის ემზადება, შესაბამისი სამსახურები კი დოკუმენტების შედგენას ასრულებენ. ხუთშაბათს კაბინეტების დირექტორთა შეხვედრა გაიმართება, რომელზეც უნდა დადასტურდეს, არის თუ არა კოლეგიის დღის წესირგში ყველაფერი რიგზე პარასკევისთვის, მათ შორის, კერძოდ, ზემოხსენებული პუნტქტი. პარასკევს კი კოლეგია გამართავს დებატებს და გამოცხადდება დასკვნა. ეს სტანდარტული პროცედურაა, რომელიც მანამდეც გვქონდა”. – განმარტა მამერმა.
წყარო – ტაბულა
კომენტარები