საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მერაბ ტურავას თქმით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული სამივე სარჩელი გაერთიანდება და მათ განხილვას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება:
პრეზიდენტის და არასამთავრობოების უკვე გაერთიანებულ სარჩელს შეუერთდება დეპუტატების სარჩელიც. დაჩქარებულად ვერ განიხილება, ერთი თვე დასჭირდება ალბათ. ჩვენ სარჩელი არა მხოლოდ უნდა წავიკითხოთ, არამედ შედარებითი სამართლებრივი კვლევა უნდა ჩავატაროთ, რასაც მინიმუმ რამდენიმე კვირა, ერთი თვე მაინც დასჭირდება. ვადებს განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ეს სარჩელები არ განიხილება კოლეგიაში. 2 სარჩელი განხილვის პროცესშია, ვადა არ გადაიწევა. გადაწყვეტილება მიღებული იქნება და მოსამართლეები შეიკრიბებიან ისე, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს. როდის შეიკრიბებიან მოსამართლეები წინასწარ ვერ გეტყვით. მე არ ვარ უფლებამოსილი განხილვის თარიღი დღეს გამოვაცხადო”
კომენტარები