• რეკლამა
  • კონტაქტი
02:34, პარასკევი, 30 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამხედრო გადატრიალება ნიგერში – “არ ჩაერიოთ, არ მოვკლავთ” – რას აცხადებენ აჯანყებულები

ალია ავტორი - ალია
14:02 07-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
149

დასავლეთ აფრიკის ქვეყნის, ნიგერის სამხედროებმა პრეზიდენტი მუჰამედ ბაზუმი გადააყენეს და სამხედრო გადატრიალება მოახდინეს. Reuters-ის ინფორმაციით, მანამდე პრეზიდენტის გვარდიამ მუჰამედ ბაზუმი თავისივე რეზიდენციაში რამდენიმე საათით გამოკეტა.

პოლკოვნიკმა ამადუ აბდრამანმა განაცხადა, რომ ნიგერის საზღვრები ჩაიკეტა და მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი ამოქმედდა. გარდა ამისა, რესპუბლიკის ყველა დაწესებულებამ მუშაობა შეწყვიტა. სამხედროებმა ვიდეომიმართვაში სხვა ქვეყნებს მოუწოდეს, არ ჩაერიონ და პირობა დადეს, რომ პრეზიდენტ ბაზუმს არაფერს დაუშავებენ.

“წერტილი დაესვა რეჟიმს, რომელმაც გააუარესა სიტუაცია უსაფრთხოების კუთხით და ასევე, წერტილი დაესვა ცუდ მმართველობას”, – თქვა პოლკოვნიკმა.

მუჰამედ ბაზუმი დემოკრატიული და სოციალისტური პარტიის ლიდერია. ბოლო 30 წლის განმავლობაში ის სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. 2021 წლის თებერვალში ბაზუმი ნიგერის პრეზიდენტად აირჩიეს. მისი არჩევა ქვეყანაში ძალაუფლების დემოკრატიულად გადაცემის პირველი შემთხვევაა. ბოლო რამდენიმე წელიწადში ნიგერში 5-ზე მეტი სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო. ნიგერმა დამოუკიდებლობა საფრანგეთისგან 1960 წელს მოიპოვა.

ცნობისთვის, ბაზუმი იყო ის აფრიკელი ლიდერი, რომელიც პეტერბურგში გამართულ რუსეთი-აფრიკას სამიტს არ დაესწრო.

თეგები: ნიგერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

რა აქტივობები განხორციელდა „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ 6 თვის განმავლობაში
ახალი ამბები

რა აქტივობები განხორციელდა „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ 6 თვის განმავლობაში

18:12 05-29-2025
„ქეშბექობანა“ – ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack-ის და VISA-ს განსაკუთრებული აქცია ბავშვებისთვის
ახალი ამბები

„ქეშბექობანა“ – ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack-ის და VISA-ს განსაკუთრებული აქცია ბავშვებისთვის

18:06 05-29-2025
თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებს
ახალი ამბები

თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებს

16:59 05-29-2025
თიბისის მხარდაჭერით ვორქშოფ ფესტივალი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ვორქშოფ ფესტივალი გაიმართება

16:27 05-29-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved