სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ამ დროისათვის 46-ია.
ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა ორი ათასს გადააჭარბა.
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში 136 ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება კორონავირუსით დაინფიცირების ახალ შემთხვევებს, ბოლო 24 საათში მათი რიცხვი 1 749-ს უტოლდება. საერთო ჯამში დაინფიცირებულია 72 ათასზე მეტი ადამიანი
კომენტარები