სამხრეთ კორეაში ვინც კორონავირუსის გამო, სამედიცინო ნიღბებს იმარაგებს – 42 108 აშშ დოლარით დააჯარიმებენ, ან ორწლიან პატიმრობას მიუსჯიან. ამის შესახებ სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ დროებითი კანონი მიიღო. კანონი უკვე ძალაში შევიდა და 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით იმოქმედებს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პირბადეებთან დაკავშირებული საკითხი, ფსიქოლოგიური პრობლემა უფროა, ვიდრე – ჯანდაცვის.
მედიის ცნობით, ნიღბებზე დიდი მოთხოვნა შეინიშნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც კორონავირუსი ჯერ არ დაფიქსირებულა, მათ შორის, ბალტიის ქვეყნებში.
კომენტარები