ოკუპირებული ცხინვალი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი აცხადებს, რომ „სამხრეთ ოსეთში ყველა ზომაა მიღებული, რათა თავიდან აიცილონ საქართველოდან დაავადების ქვეყანაში შეღწევა”.
„სამხრეთ ოსეთში ყველა ზომაა მიღებული, რომ ამ სენმა საქართველოდან ქვეყანაში არ შემოაღწიოს. საზღვარი საიმედოდაა დაკეტილი და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში პანიკა დაიწყება, ხალხის ტალღა მოაწყდება უფრო დაცულ ქვეყნებს. ჩვენ კატეგორიულად ვერ დავუშვებთ, რომ ამ ტალღამ ჩრდილოეთის მიმართულებით ჩვენი ქვეყნის გავლით დაიწყონ გადაადგილება”, – აღნიშნავს მედოევი.
ამასთან, დე ფაქტო მინისტრი აცხადებს, რომ ცხინვალს საქართველოს დახმარება არ სჭირდება.
„უცნაურია მოისმინო მსგავსი განცხადებები. საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ადამიანურობის გამოვლინება და თვით ისეთ თემაზეც კი, როგორიც კორონავირუსია, ცდილობენ პოლიტიკური პიარი ააგონ. ამის ნაცვლად უმჯობესია საკუთარი მოქალაქეების მკურნალობით დაკავდნენ”, – დასძინა მედოევმა.
კომენტარები