BBC რუსული ბიუროს ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სამკვირიანი დუმილის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს საბჭოში გამოსვლისას უკრაინაში მიმდინარე ომზე პირველი განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, ოკუპანტები “თანმიმდევრულად ასრულებენ თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის განთავისუფლების გეგმას. შოიგუმ ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა დასავლური ქვეყნები „ომის მაქსიმალურად გაჭიანურებაში” დაადანაშაულა.
„უცხოური იარაღის მიწოდების მზარდი მოცულობა აშკარად მეტყველებს მათ განზრახვაზე, მოახდინოს კიევის რეჟიმის პროვოცირება „უკანასკნელ უკრაინელამდე“ საბრძოლველად“, – თქვა შოიგუმ.
მანამდე რუსმა ჟურნალისტები საინფორმაციო სივრციდან შოიგუს გაუჩინარებაზე წერდნენ. მართლაც, მინისტრი 11 მარტიდან არ გამოჩენილა სოციალურ ქსელებსა და ეთერში.მოგვიანებით კი გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრს სავარაუდოდ გულის შეტევა ჰქონდა. ხოლო პუტინის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ახლა „მედიაში აქტივობის დრო არ არის“.
მოგვიანებით, ჭორების გასაქარწყლებლად, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც შოიგუმ კოლეგებთან ვიდეო ზარით დაუკავშირდა.
კომენტარები