ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე ერთ-ერთი თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, ის ირაკლი ხომასურიძეა, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს ცნობილი ფრაზით – “ეს ფილმი თუ გავიდა, მე ცოცხალი სახლში არ წავალ”, როცა ჰომოფობები ფილმის, “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებას აპროტესტებდნენ, კინოთეატრში მისულ ადამიანებს კი ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.
ხომასურიძესთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი.
“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერებს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს თავს რუსთაველის გამზირზე დაესხნენ. ისინი ამჟამად პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვაზე არიან.
კომენტარები