თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, სოციალური ქსელით მიმართვას ავრცელებს:
“სამო მაღალჩინოსანო მკვლელო!!!
გირჩევნიათ გონს მოეგოთ, გეყოთ ვაჟკაცობა, რამეთუ ცოდვა გამხელილი სჯობსო და თქვენ თვითონვე აღიაროთ ჩემი შვილის მკვლელობა, რომ ფილმ “მონანიება”-სავით არ დაგემართოთ.
ტელევიზიიდან რომ გაიგებენ თქვენი შვილები, თუ როგორ ჯგუფურად მზაკვრულად შემუშავებული გეგმით მოუსწრაფეთ ჩემ გეგმებით აღსავსე შვილს სიცოცხლე.
ისევ მე ვუფრთხილდები თქვენი შვილების სიცოცხლეს, რადგანაც მტერსაც არ გისურვებთ ასეთ სატანჯველს და მეორეც იქნებ ისინიც თამუნასნაირი ანგელოზები არიან.
თქვენი სიცოცხლის გაწირვა გერჩივნოთ. ნეტა მე შემეძლოს ჩემი შვილისთვის ადგილის გაცვლა.”
კომენტარები