სამოქალაქო აქტივისტები ვარკეთილში, ერთ-ერთი სკვერის გახსნის დროს, მომხდარი ხელჩართული ჩხუბის გამო დედაქალაქის მერს უჩივიან და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვენ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ლაშა ჩხარტიშვილი, ამბობს, რომ მოქალაქეებზე კახა კალაძის გარდა, მერიის სხვა თანამშრომლებიც ძალადობდნენ.
“თბილისის ისტორიაში გვყავს ყველაზე სამარცხვინო მერი, ოროსანი მერი, წვრილმანი ხულიგანი მერი, თავის კრიმინალურ დაჯგუფებასთან ერთად. თავს დაგვესხა მერიის რამდენიმე ათეული თანამშრომელი და დაიწყეს ფიზიკური ძალადობა ადგილობრივ მოსახლეობაზე…თვითონ კახი კალაძე გახდა მოძალადე”, – ამბობს აქციის მონაწილე ლაშა ჩხარტიშვილი.
ცნობისთვის, ინციდენტი გუშინ ვარკეთილში, ერთ-ერთი სკვერის გახსნის დროს მოხდა, როდესაც ადგილზე ანას ბაღის დამცველები მივიდნენ, რომელთაც ჯერ კალაძის დაცვა , ხოლო შემდეგ წყობილებიდან გამოსული მერი დაუპირისპირდა.
კომენტარები