გუშინ სამსახურიდან გათავისუფლებულმა მოსამართლე მაია სვიანაძემ დღეს, აშშ-ში მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ნაზი ჯანეზაშვილი:
“გუშინ მოსამართლის თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულმა მაია სვიანაძემ დღეს უკვე მუშაობა დაიწყო აშშ-ში. რაც მთავარია, ფეისბუქი გაააქტიურა, ოქტომბრის მერე ერთი სტატუსიც არ დაუდია და ბოლო საათებში 9 რაღაც დადო, მას შემდეგ რაც მე დავწერე მისი წასვლის შესახებ. მოსამართლის თანამდებობიდან წასულიც კი, თან ძალიან შორს, კლანის სახელს არ შეარცხვენს”
მოსამართლე მაია სვიანაძის თანამდებობის დატოვებისა და აშშ-ში წასვლის შესახებ ინფორმაცია გუშინ ნაზი ჯანეზაშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე გაავრცელა.
„ერთ-ერთმა მოქმედმა მოსამართლემ (მაია სვიანაძემ) შვებულება აიღო, შვილთან წავიდა აშშ-ში და დარჩა. იქიდან გამოუგზავნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადება და მოითხოვა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება. ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიუღია და ფორმაც სრულიად შესაფერისი ამ სისტემაში.”
დავამატებ, რომ მაია სვიანაძე იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით მოსამართლის თანამდებობიდან დღეს გათავისუფლდა“, – წერდა ნაზი ჯანეზაშვილი
კომენტარები