ისრაელში, ქალაქ ხილონში სამგზავრო ავტობუსზე ჭურვის დაცემისას ქართველი ქალი დაშავდა – აინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, 40 წლამდე ქალი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც აფეთქების შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო.
დაშავებული კლინიკაში მოათავსეს, მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტობუსის კიდევ რამდენიმე მგზავრი, რაც შეეხება მძღოლს, მიღებული დაზიანებების შედეგად მისი მდგომარეობა მძიმეა.
კომენტარები