დამეთანხმებით, სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახია სახლში;
მისი დიზაინის ჩვენი გემოვნებით მოწყობა ძალიან მნიშნელოვანია. Samsung-მა შეცვალა
საოჯახო ტექნიკის წარმოების სტანდარტული მიდგომები და Bespoke Home ინიციატივით
კიდევ უფრო განავითარა პერსონალიზებული მიდგომა საყოფაცხოვრებო ტექნიკის
მიმართულებით.
ინდივიდუალურ სურვილებსა და მოთხოვნებზე მორგებული ტექნიკა იდეალურად
მოერგება თითოეული ჩვენგანის სამზარეულოს ინტერიერს და საშუალებას მოგვცემს
გამოვხატოთ ჩვენი სტილი, გემოვნება და ინტერესები. Bespoke მაცივარი არის შექმნილი
შეთვის, შენ მიერ.
ამ მაცივარს აგრეთვე მაცივარ-კონსტრუქტორსაც უწოდებენ. იგი აღჭურვილია
სამსუნგის უახლესი და თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორიცაა SpaceMax, Digital
Inverter, No Frost, Optimal Fresh+ და MetalCooling. თუმცა, Bespoke-ის მთავარი უპირატესობა
მისი დიზაინია, რომელსაც თავად ირჩევ იმის მიხედვით, თუ რამხელაა ოჯახი და რა
საჭიროებები გააჩნია: საწყის ეტაპზე შესაძლებელია შეირჩეს სტანდარტული ქვედა
საყინულიანი მაცივარი, თუმცა ოჯახის ზრდასთან ერთად შესაძლებელია დაემატოს ორი ან
მეტი სამაცივრე თუ საყინულე განყოფილება, ან მათი კომბინირებული ვერსია. ამასთან
ერთად, სტანდარტული ფერების ნაცვლად, Bespoke მაცივარი შეგიძლია შეარჩიო
განსხვავებული ფერებითა და ფაქტურით, რაც გაალამაზებს სამზარეულოს ინტერიერს.
Bespoke მაცივარი აღარაა მხოლოდ პროდუქტების შესანახი სივრცე, ის უკვე შენი
გამოხატვის ელემენტია.
სამსუნგმა შექმნა საოჯახო ტექნიკის ახალი ეპოქა და ინოვაციური მიდგომები და
განსაცვიფრებელი დიზაინი მუდმივად შთააგონებს მომხმარებლებს მთელს მსოფლიოში.
Bespoke ხაზის ყიდვა უკვე საქართველოშიც არის შესაძლებელი. ეწვიე სამსუნგის
ოფიციალური პარტნიორების – ალტა, ელიტ ელექტრონიკსი ან მეგატექნიკას მაღაზიათა
ქსელებს და შექმენი შენთვის სასურველი და უნიკალური Bespoke მაცივარი.
კომენტარები