“მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები”, ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია ამბობს:
“საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრას არ დავსწრებივარ, სპეციალურად არ წავედი, რადგან ასეთი განცხადებების შემდეგ საერთოდ ვერ ვხედავდი ამ ადამიანების ნახვის ვერანაირ აზრს.
ჩვენი საგარეო დაზვერვის სამსახურის შეფასებას ვნახულობდი, ვინ რა განცხადებებს აკეთებს. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საქართველოს სამთავრობო დელეგაცია იმიტომ ჩამოვიდა, რომ ბუჩას ფონზე ფოტოები გადაეღო, ერთი-ორი ნუგეშის სიტყვა ეთქვა და ეჩვენებინათ, რომ რაღაცნაირად არიან ჩართულები ამ პროცესებში…
დავით არახამიამ ისაუბრა მიხეილ სააკაშვილზეც და თქვა:
“მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მდგომარეობა და ეს სიტუაცია ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო. ჩვენ თავიდანვე ძალიან მკაფიოდ და აშკარად გამოვხატავდით ჩვენს პოზიციას. ის არის ჩვენი მოქალაქე, ჩვენი მაღალი თანამდებობის პირი და საერთაშორისო შეთანხმებებისა და საერთაშორისო სამართლის პირობებში არსებობს ძალიან ლოგიკური, ნათელი და მკაფიოდ გაწერილი მექანიზმი იმისა, თუ როგორ უნდა გადმოცემულიყო ეს ადამიანი ჩვენთვის, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მხარს უბამს რუსეთის ხელისუფლებას. ვიღაცა ცდილობს, თავი მოაწონოს პუტინს. ასე მგონია. ვხედავ, რომ ეს ქმედებები სისტემური ხასიათისაა და არა ერთჯერადი…
ჩვენ კვლავაც ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გადაცემას უკრაინისთვის. ისევ ყრუ კედელს ვასკდებით, გვესმის, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაცემა-არ გადაცემის საკითხი წყდება არა საქართველოში, არამედ კრემლში. საქართველო, ამ შემთხვევაში, უბრალოდ ამბის მომტანია”
კომენტარები