სამთო-სათხილამურო კურორტები ვადაზე ადრე დაიხურება, რესტორნებსა და ბარებს კი მომსახურების შეზღუდვის რეკომენდაცია მიეცა – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისრტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
„მათ ექნებათ საშუალება გააგრძელონ ოპერირება და ფუნქციონირება ე.წ. გატანის სერვისებისთვის, თუმცა ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
გარდა ამისა, 18 მარტიდან ორი კვირით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა ეკრძალებათ
კომენტარები