სამტრედიის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის ოლქში, ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი სამტრედიაში ფულის დარიგების ფაქტებზე წერს:
“ზუსტად ვიცი ყველა ადამიანი, სახელებით და გვარებით, ბაზრობებით, სხვა ბიზნესებით, რომლებიც სამტრედიაში ჩამობარგდით არჩევნებამდე და დიდი ფულის დარიგება დაიწყეთ. ზოგი ხვალიდან ჩამოდიხართ.
რამდენიმე დღე გიყურებთ და შემდეგ უკვე სურათებით, სახელებით და გვარებით გაგიცნობთ საზოგადოება.
ორი კვირის წინ ვივარაუდე ეს ყველაფერი. ფორმულასთან, ინტერვიუში ვთქვი რომ სამტრედიას ბევრი მდიდარი ადამიანი ჰყავს და ფულის დარიგებას დაიწყებენთქო.
ახლა გეუბნებით რომ ხალხი მაგ ფულს აიღებს და თქვენ მაინც არ შემოგხაზავთ”
კომენტარები