სამტრედიაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მერობის კანდიდატი, დავით ბახტაძე, ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატებთან, ზაზა ადეიშვილთან, დავით ჯანელიძესთან და ნათია პაპავასთან ერთად, დევნილთა დასახლებაში ადგილობრივებს შეხვდა.
,,დევნილებთან შეხვედრა და მათ საჭიროებების გამოკვეთა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. კომპაქტურ დასახლებაში არსებული პრობლემები ეტაპობრივად გადაიჭრა. თუმცა არსებობს მთელი რიგი გამოწვევები და მჯერა, რომ კვლავ ერთმანეთის მხარდაჭერით ამასაც გავუმკლავდებით.“-აღნიშნა სამტრედიის მერობის კანდიდატმა დავით ბახტაძემ.

კომენტარები