სამცხე-ჯავახეთის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მეხის დაცემის შედეგად 530 ცხვარი დაიღუპა. ამის შესახებ გამოცემა Jnews იუწყება.
დახოცილი ცხვრების ნაწილი ადგილობრივ ფერმერებს ეკუთვნის, ხოლო ნაწილი – კახელ ფერმერებს.
ფერმერებმა დახმარებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებას უკვე მიმართეს. ერთი ცხვრის ფასი დაახლოებით 350 ლარს შეადგენს.
კომენტარები