ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, მისი წინადადებები არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო.
„დღეს მე დავასრულე მეორე მედიაციის მისია საქართველოში, როგორც პრეზიდენტ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა. მე ვიქნები ძალიან მკაფიო, არსებობს გადაწყვეტა ამ კრიზისის. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებს, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალაუფლების გადანაწილებას, განსაკუთრებით პარლამენტში, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას საქართველოს მომავალზე. ასევე გადაწყვეტილება, რომელიც დაასრულებდა გაგრძელებულ დებატებს საკვანძო პოლიტიზირებულ სასამართლო საქმეებზე და ადრეულ არჩევნებზე. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამდებადობას და პასუხიმგებლობას, მე წარმოვადგინე წინადადება ასეთი გადაწყვეტილების შესახებ და ახლა იქნება საჯარო დოკუმენტი. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს პირველ რიგში აყენებს. სამწუხაროა, უნდა ვთქვა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო გადაწყვეტილება“, – განაცხადა დანიელსონმა.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“
კომენტარები