მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ცენტრის „ლაბუნი“ ხელმძღვანელი, გიორგი კავკასიძე, “ტვ პირველთან” ამბობს:
ეს ციფრები რომ იქნებოდა, ამაზე მაისიდან მოყოლებული ვსაუბრობდით. ეს ციფრები მიუთითებს იმას, რომ კოვიდ19 საქართველოში ცუდად იმართება, ან საერთოდ არ იმართება. მიუთითებს იმაზე, რომ მაგალითად, სახელმწიფოს მართვის ჩამოყალიბებული სტარატეგია არა აქვს.
სამწუხაროდ, ეს ციფრები მოიმატებს, გარდაცვალებულების რაოდენობაც მოიმატებს… ყოველდღიური ახალი შემთხვების რაოდენობის ზრდას, დაახლოებით 2-3 კვირის ჩამორჩენით მიჰყვება გარდაცვალებულების რიცხვის რაოდენობის ზრდა. ეს არ არის პირდაპირპროპორცირული, მაგრამ მოიმატებს ნამდვილად.
ამის შეკავება შეუძლია მხოლოდ კრიზისმენეჯმენტს, ეს არის კომპლექსური მუშაობა. კრიზისმენეჯმენტი არის არაორდინალურ სიტუაციაში გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი. არამგონია, სამწუხაროდ, სიტუაცია გამოსწორდეს. ჩვენი ხელისუფლება ნაკადს მიყვება, მოიმატებს მოიმატებს, მოიმატებს, მერე რაღაც პიკამდე მივა და მერე ნელ-ნელა დაკლებს. ეს პიკი ყველაზე ცუდი მომენტია, საშინელებაა. პანდემიის მართვა ისაა, რომ პიკები არ იყოს, პიკების არსებობა ზუსტად იმაზე მიუთითებს, რომ მართვაში არის პრობლემა.
თვითონ ხელისუფლებამაც არ იცის, რა მოდელით მართავენ პანდემიას. შვედური მოდელი არ არის, რადგან შვედურ მოდელსაც ჰქონდა თავისი შეზღუდვები, ჩვენთან შეზღუდვები აშვებული იყო დაახლოებით გუშინდლამდე. შვედეთში კარგად ჰქონდათ ჩამოყალიბებული ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმი და არ მომხდარა ჰოსპიტალიზაციის გადატვირთვა.
ხალხის დაღუპვის მთავარი კრიტერიუმი რა არის იცით? გადატვირთის გამო, ვერ აქცევენ ექიმები და ექთნები შესაბამის ყურადღებას პაციენტებს – ეს არის ძირითადი. შვედეთში ეს არ მომხდარა, ზუსტად იცოდნენ, ვინ უნდა გადაეყვანათ და ვინ უნდა ემართათ სახლში. დღეს ჩემი ინფორმაციით, ჰოსპიტალში 40 პროცენტი ტყუილად წევს – ეს ხალხი უნდა იმართებოდეს სახლში, მაგრამ მეორე პრობლემაა, ვინ უნდა მართოს სახლში?
შარშან ახალგაზრდა კაცმა, დავით მრელაშვილმა ჩამოიტანა და ააწყო ონლაინ მართვის მოდელი – რატომ არ გადმოიტანეს ეს მოდელი მთელ საქართველოზე? ამ კაცმა ტექნოლოგია ჩამოიტანა და ერთ კვირაში ააწყო ეს სისტემა.
არის გერმანიაში მოღვაწე თამარ ჯანგურაშვილი, გამოცდილი ექიმია, ძალიან ცნობილი, პულმონოლოგია. რამდენიმე თვის წინ, მან და მისმა გუნდმა შესთავაზე ჯანმრთელობის სამინისტროს ჰოსპიტალიზაციის და ჰოსპიტალიდან გამოწერის კრიტერიუმები – შეიცვალა რამე? მისცენ ამ ადამიანებს ხალხის გადარჩენის საშუალება – არ აძლევენ.
მე მგონია, ხელისუფლება ჯიუტია და სხვის რჩევებს არ ითვალისწინებს და უნდათ თავად მოიგონონ რაღაცა მაგრამ ვერ იგონებენ და ამას ხალხი ეწირება.
შვეიცარიაში ვაქცინაციის კამპანია დაიწყო ოქტომბერ-ნოემბერში, გეგმაც არსებობდა, სტრატეგიაც და ვაქცინაცია რომ დაიწყეს იანვრის ბოლოს, დღეს მოსახლეობის 50 პროცენტი ვაქცინირებულია.
ჩვენთან არანაირი კამპანია არ ყოფილა. ენთუზიასტები დროდადრო ტელევიზიიდან თუ მოუწოდებენ – ამას ეფექტი ვერ ექნება. ის, რომ სამედიცინო პერსონალი აცრის წინაააღმდეგია, ერთადერთი ახსნა აქვს, რომ არ მიეწოდა მათ ინფორმაცია, ან არ მიეწოდა სწორად. ყველამ არ იცის ინგლისური და ქართულ ენაზე არაა ინფორმაცია სწორად, კითხულობენ რუსულ დეზინფორმაციას და არიან მისი გავლენის ქვეშ. საინფორმაციო კამპანია არ ჩატარებულა და რა გვინდა, უცებ გაუნათდეს ხალხს გონება? არ ხდება ასე.
ლოქდაუნი რომც გამოცხადდეს, თუ არაფერი გაკეთდება, ლოქდაუნი როგორც კი დამთავრდება, მერე ისევ იხუვლებს ტალღა. ვაქცინაციის პროგრამაზე 82 კაციანი ჯგუფი მუშაობდაო – ვინ არიან ეს 82 ადამიანი, არავინ იცის. საჭიროა ექსპერტების შეკრება და მათთან ერთად პრობლემის გადაწყვეტის გზების ძებნა – ექიმები, ეკონომისტები, ლოჯისტიკის სპეციალისტები, სასაზღვროდან – მულტიფუნქციურ ჯგუუფია გასაკეთებელი.
ხომ ვნახეთ, რომ ვერაფერი გააკეთეს? აღარ გვინდა იგივე ფილმის ნახვა.
კომენტარები