ევროპარლამენტარმა, რეინოლდ ლოპატკამ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:
“ძვირფასო კოლეგებო, სამწუხაროდ ვერ ვილაპარაკებთ საქართველოში სამართლიან არჩევნებზე და გეტყვით რატომ. იყო ზეწოლა უფრო მეტად არჩევნებამდე, ვიდრე არჩევნების დღეს. ევროპარლამენტიდან დამკვირვებლებმა დააფიქსირეს საკუთარ მოხსენებაში, რომ არჩევნები ჩატარდა პოლარიზაციის პირობებში და ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობები გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე. ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ, რომ საქართველოს მმართველი პარტია მიუთითებს ევროპაზე, მაგრამ თვითონ მიიწევს რუსეთისკენ. თუ ისინი არ შეცვლიან თავიანთ კურსს, საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში”.
კომენტარები