ჟურნალისტი, ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
“ჩემ თვალში სამუდამოდ დაკარგეს ნდობა იმ პარტიებმა, ვინც 24 თებერვლის პრივატიზება სცადა, რადგან ამით ჩემი აზრით საერთო საქმე აზარალეს. თუმცა, მოდი ეს მხოლოდ მათი პრობლემა იყოს. 24 თებერვალს ყველას ვალია მინიმალურად მაინც გავისარჯოთ და 19 საათზე რუსთაველზე გამოვხატოთ, რომ უკრაინის გვერდით ვართ, რომ მზად ვართ ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის და არ შევეგუებით იმ ჭაობს, სადაც აღმოვჩნდით.
დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს!”
კომენტარები