სტუდენტური მოძრაობა დაფიონი, რომლის წევრებიც თსუ-ში ღამეს ათევენ, ავრცელებს ვიდეოებს სოციალურ ქსელში, სადაც ჩანს რომ შენობის დერეფნები სუსტად, ან თითქმის არ არის განათებული და ერთ-ერთ ასეთ დერეფანში, დაცვის თანამშრომლები ეფარებიან მამაკაცს, ახურავენ მას ქუდს, უმალავენ სახეს და სტუდენტებს ეუბნებიან რომ დაცვის თანამშრომელია. კითხვას, თუ დაცვის თანამშრომელია, რატომ არ აცვია ფორმა, უნივერსიტეტის დაცვა არ პასუხობს.
სტუდენტები ვიდეოში ამბობენ, რომ ეს მამაკაცი სუსის ტიტუშკაა და მიგზავნილი.
ახალგაზრდები ვიდეოს ერთ ეპიზოდში დახმარებასაც ითხოვენ, მათ შორის პოლიციის გამოძახებას.
ითხოვენ სასწრაფოს გამოძახებასაც, რადგან, რამდენიმე სტუდენტი თავს ცუდად გრძნობს.
მოგვიანებით, დაფიონმა კიდევ ერთი ლაივი გაავრცელა, სადაც სტუდენტები ჰყვებიან, რომ ჯერ აუდიტორიიდან გასვლა აუკრაძალეს, შემდეგ კი უნივერსიტეტში, შავებში ჩაცმული უცხო პირი შენიშნეს, რომელთანაც მოხდა დაპირისპირება. სტუდენტები ამბობენ, რომ უკვე დაიწყეს პროსახელისუფლებო პირებმა ინფორმაციის გავრცელება, თითქოს ნასვამები არიან და აცხადებენ, რომ ნებისმიერს შეუძლია შეამოწმოს მათი სიფხიზლე. ასევე ყვებიან, რომ დაცვის ერთი თანამშრომელი “ყარდა ალკოჰოლის სუნით.”
სტუდენტების თქმით, ერთ სტუდენტს ასთმის შეტევა დაემართა, სტრესის და შეხლა-შემოხლის ფონზე, ასევე ცუდად გახდა გოგონა, რომელსაც მისივე თქმით, მუცელში ურტყეს ფეხები.
სტუდენტების თქმით, სიტუაცია დასტაბილურდა, თუმცა, დაცვის თანამშრომლები ემუქრებიან. ახალგაზრდების თქმით, ბრძოლას აპირებენ ბოლომდე, გამარჯვებამდე.
კომენტარები