“გირჩი–მეტი თავისუფლების” წევრი, ცოტნე კობერიძე:
“მოვითხოვთ ორივე პუნქტის შესრულებას, ერთის მხრივ მოვითხოვთ მკაფიოობას, როგორ აპირებენ გაიწვიონ კანონპროექტი, მათი განცხადებები არის ბუნდოვანი, მათ აქვთ სახელი გატეხილი და მეორეს მხრივ, ის ადამიანები, ვისთან ერთად ვიბრძოდით, ჩვენ ვართ არამარტო თანამებრძოლები, არამედ მეგობრები და ისინი არიან დაჭერილნი, სანამ ეს ადამიანები არ იქნებიან გარეთ გამოსულნი, არ იქნებიან თავისუფლები, ქართულ ოცნებას არ ეგონოს, საქმე აქვს მარტივად.
დღეს იქნება აქცია, რომელზეც გვექნება საშუალება ერთი მხრივ ვიამაყოთ ჩვენი გაკეთებულით, ვიამაყოთ რომ პრორუსულ ძალას ვაიძულეთ გადაედგათ ეს ნაბიჯი, და გარდა ამისა, სანამ საქართველო არ დადგება პროდასავლურ კურსზე გარანტირებულად, არ შეწყდება აქ პროცესები.”
კომენტარები