ჟურნალისტი, თაზო ბენიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ტელეიმედმა (საქ მთავრობამ) და მთავარმა არხმა (ოპოზიციამ) “დახოცეს” ერთმანეთი. ერთი ამბობს მთავარი და ნაცები რუსეთისგან მართულიაო და მეორე ამბობს იმედი და ქოცებია რუსეთის მართულიო, ამდროს კი რეალურად რა ხდება ჩვენს უბედურ და ბედკრულ საქართველოში?
მანამ სანამ ეს ორი პოლიტიკური ძალა და პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზია თავიანთ მომხრეებს და არა მხოლოდ მათ ტვინს ულაყებს და უხშობს იმით თუ რა კარგია და რა ცუდი, რა გაკეთდა და რა არა, ვინ მაგარია და ვინ სუსტი, ვინ 9 წლიანი სისხლიანი მმართველი და ვინ 8 წლიანი უმაქნისი და კრიმინოგენული მთავრობის მეთაური, ჩვენი საზოგადოება გაღარიბდა და გაღატაკდა უფრო მეტად და უარესად ვიდრე ეს იყი იმ ცხრა წლიანი მმართველობის დროს თუ მას მერე, უფრო მეტი უმუშევარი და დაუპურებელი გვყავს დღეს ვიდრე მაშინ და ესენი არა ყურს, არამედ წარბსაც კი არ ხრიან და უტიფრად გვიყურებენ თვალებში….
ამოწყდა ერი, ამოიხოცა შიმშილით, დაუცველობით და ყველაფერი უბედურებით მანამ სანამ თქვენ იბრძვით პირველობისთვის…. ხალხს სახლში წასასვლელი ფული აღარ აქვს და ვიღაც დავარცხნილი, მაკიაჟით ტიპი გამოდის და ეკრანიდან უმტკიცებს რაღაც იდიოტობას ან მოუწოდებს რომ დარჩეს სახლში, ან უმტკიცებს თეთრზე რომ ის შავია და რომ ის ყველაზე მაგარია….
გრცხვენოდეთ ბატონო ბინძური პოლიტიკოსებო, სექტანტებო და ბრბოვ, ხალხი შიმშილით იხოცება და თქვენ უამრავ რესურს და ფინანსებს ხარჯავთ თქვენს იდიოტურ პოლიტიკურ რეკლამებში, რეკლამებში რომელიც რომელიმეს დაგეხმარებათ გამარჯვებაში, რომლის შემდეგაც შეიკეტავთ კაბინეტის კარებს და ყველას სათითაოდ დაიკიდებთ ფეხზე!!!!”
კომენტარები