კარტოგრაფი, ივერი მელაშვილი, “ტვ პირველთან”, ამბობს:
“მონასტერში არ შევსულვარ, ნასვამი ბერები ჩამოვიდნენ და 2 სამოქალაქო პირი, აქ რა გინდათო, შევეცადე, ამეხსნა მათთვის, რომ სიმართლეს არ შეესაბამება, რაც ჩემზე საუბრობენ. მამაოები ნასვამები იყვნენ, ერთმა მამაომ შემდეგ ბოდიშიც მოიხადა. იქიდან რომ წამოვედით, უდაბნოს ტერიტორიაზე დაგვხვდნენ.
პირველ და მეორე ინციდენტს კავშირი ჰქონდა, ეს ყველაფერი ხელისუფლებისგან მოდის, ეს არის წინასაარჩევნოდ აგორებული ტალღა! ვაცადოთ გამოძიებას, კარგი იქნება, თუ ხელისუფლება და ანდრია ჯაღმაიძეც გააკეთებენ განცხადებას, რომ სანამ გამოძიება არ დასრულდება, ვაცადოთ, ხალხნო, ნუ მიაყენებთ ვინმეს მოღალატის იარლიყს, რაც შეიძლება, არ დადასტურდეს, ნუ ვიქნებით ცილისმწამებლები. თუ აცლით გამოძიებას, ყველაფერი გაირკვევა.”
დავით გარეჯში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტში მონაწილე პირები და დაზარალებულები პოლიციამ უკვე დაჰკითხა.
კომენტარები