კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე:
,,ჩემი პოსტები და ვიდეოები ზოგს აღიზიანებს. მეგობრებო, სანამ იტყვით, რომ პრეზიდენტის მოწვევის გარეშე პარლამენტი ვერ შეიკრიბება, ან უმცირესობას ბოიკოტით შეუძლია პარლამენტის მუშაობა გააჩეროს, დაფიქრდით ამით რამხელა ძალაუფლების მინიჭებას უჭერთ მხარს ერთი ან მეორე ინსტიტუტისთვის.
რა მოხდებოდა მიშას რომ მაგის უფლება ჰქონოდა 2012 წელს პარლამენტის სხდომა რომ არ მოეწვია?
ან არჩევნებში ოპოზიცია რომ გაიმარჯვებს და ოცნებამ ბოიკოტით დაბლოკოს?
ერთი ნაბიჯით წინ ფიქრია საჭირო. ისეთ ავტორიტარულ რეჟიმს, როგორიც ქართული ოცნებაა მხოლოდ კარგად გათვლილი სტრატეგიით დავამარცხებთ და არა “უმცირესი ზიანის” პრინციპით.”
კომენტარები