„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე:
„სამწუხაროდ ხშირად მხვდება რუსეთის მოქმედებების გამართლება და საქართველოს დადანაშაულება… მოდი სხვა მტრებიც გავაპრავოთ, მაგალითად შამქორის ბრძოლა რატომ მოხდა? აბუ ბაქრი შირვანის მთავარი ქალაქის, შემახას გამო წამოვიდა ჩვენთან საომრად, რა ჩვენი საქმე იყო შირვანის გამოსარჩლება? რატომ მოხდა ბასიანის ბრძოლა? რუქნადინმა რომ ცოლობა სთხოვა თამარს, გაჰყოლოდა? უარი ვსტკიცეთ კაცს და თავმოყვარეობა შევულახეთ, წამოვიდოდა საომრად აბა რას იზავდა…:)) დიდგორი? აწიოკებდა დავითი თურქებს და მათაც სხვა რაღა დარჩენოდათ, ანუ ჩვენ ვაიძულეთ! თემურლენგმა ბაგრატ V–ს დარიალზე გატარება მოსთხოვა თოხთამიშთან საომრად მიდიოდა კაცი, გავატარეთ? არა! ანუ ჩვენ ვაიძულეთ თორემ საერთოდ არ უნდოდა ჩვენთან ომი, ბუნებით პაცეფისტი იყო:)) ხრესილის ბრძოლა რატომ მოხდა? იმიტომ რომ სოლომონმა ტყვეთა სყიდვა აკრძალა! ფაქტიურად სოლომონმა სავაჭრო ემბარგო დაუწესა თურქეთს და მათაც სხვა რაღა დარჩენოდათ… აღამაჰმად ხანიც გიჟდებოდა ქართველებზე, ბევრჯერ უთხრა ერეკლეს შეეშვი რუსეთთან ურთიერთობასო, მაგრამ არ დაუჯერა ერეკლემ და იძულებული გახადა წამოსულიყო საომრად… მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, რუსეთიც იძულებულია გვიმტროს ევროინტეგრაციის გამო, თორემ ქართველებზე აბოდებთ, განსაკუთრებით პუტინს!:)) სანამ ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ და მტერ–მოყვარის გარჩევას არ ვისწავლით, მანამდე ჩვენი საშველი არ იქნება!“
კომენტარები