• რეკლამა
  • კონტაქტი
06:54, კვირა, 1 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სანამ ქვეყანა და ქალაქი ჩართულია პოლიტიკურ დაპირისპირებაში, ქალაქი კარგავს დიღმის ტყე-პარკს – ანა ბიბილაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:08 09-20-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
103

„ლელოს” თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი, იმ სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრობს, რომელიც ქალაქში ჰაერის დაბინძურებამ და არაჯანსაღმა ეკოლოგიურმა მდგომარეობამ გამოიწვია.

ბიბილაშვილის თქმით, მწვანე სარეკრეაციო სივრცეები ისე უნდა განვითარდეს, რომ ეკოლოგიასთან ერთად ქვეყანას ეკონომიკური  სარგებელი მოუტანოს.

„ლელოს” თბილისის მერობის კანდიდატი, იმასაც უსვამს ხაზს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცეები კერძო საკუთრებაში გადადის. ამის ნათელი მაგალითია დიღმის ტყეპარკი. აუცილებელია მსგავს ადგილებზე  მერიას ჰქონდეს ხედვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქი დაკარგავს სარეკრეაციო ზონას, ისე როგორც დაკარგა არაერთი მნიშვნელოვანი სივრცე. „ლელოს” აქვს სტატეგია, თუ როგორ უნდა განვითარდეს საფრთხის ქვეშ მყოფი სარეკრეაციო ადგილები.

„დიღმის ტყე-პარკის გარკვეული ნაწილი მოხვედრილია კერძო საკუთრებაში, რომელიც მერიამ გაასხვისა და ქალაქს დაუკარგა კიდევ ერთი მწვანე სივრცის ქონის შანსი. ამ კონკრეტულ კერძო საკუთრებას იცავს საქართველოს კონსტიტუცია, რაც აუცილებლად ასე უნდა იყოს. თუმცა,  როდესაც ქალაქისა და კერძო საკუთრების  ინტერესები იკვეთება,  მერიას უნდა ჰქონდეს თავის პოზიცია.    იმის გამო, რომ ასეთი ხედვა არ არსებობდა 12 000 კვადრატული მეტრის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა გაიცა. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე არსებობს ოთხ სართულიანი სავაჭრო კომპლექსის ნებართვა, ხოლო ის სივრცეები, რომელიც დიღმის ტყე-პარკში გვხვდება სამშენებლოდ მზადდება. ამ  შემთხვევაში ქალაქი დაკარგავს  დიღმის ტყე-პარკს და სარეკრეაციო სივრცე აღარ იარსებებს,”-აღნიშნა ბიბილაშვილმა და “ლელოს” ხედვაზე ისაუბრა. 

“ჩვენ გვაქვს ხედვა, თუ როგორ ვითარდება ასეთი სივრცეები. ეს არის მსოფლიოში აღიარებული და წარმატებით გამოყენებული მეთოდი, როდესაც ტერიტორიას, კერძო და საჯარო საკუთრებას,  სარეკრეაციო ფუნქცია უნარჩუნდება. ასეთ შემთხვევაში, საჯარო საკუთრება არის ყველასთვის ხელმისაწვდომი და კერძო საკუთრება ხდება კომერციულად მომგებიანი, რაც ქალაქისთვისაც შემოსავლიანი ხდება. ამ მხრივ არც ქალაქი და არც კერძო მესაკუთრე არაფერს არ კარგავს. ჩვენ გვაქვს სწორედ ეს ხედვა და მსოფლიო მასშტაბის მაგალითები,”-აცხადებს ანა ბიბილაშვილი.

ბიბილაშვილი განმარტავს, რომ ქვეყანა ჩაფლულია პოლიტიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ზიანდება ადამიანი დ მისი მოთხოვნები. ბიბილაშვილის განცხადებით, მწვანე სარეკრეაციო სივრცეების სწრაფი განადგურების ფონზე, ქალაქში იზრდება სხვადასხვა დაავადებების რიცხვი. მისივე თქმით, ყველა სტატისტიკური მონაცემი დასტურია იმისა, თუ რამდენად სჭირდება ქალაქს სარეკრეაციო სივრცეების  შენარჩუნება.  

„სანამ ქვეყანა და ქალაქი ჩართულია პოლიტიკურ ურთიერთ დაპირისპირებაში, ქალაქი და ადამიანები, ვინც აქ ცხოვრობენ კარგავენ ძალიან მნიშვნელოვან სივრცეებს, კარგავენ სარეკრეაციო არეალს  და ეკოლოგიურ მდგომარეობას. ეს ყველაფერი კი მძიმე გავლენას ახდენს ადამიანის  ჯანმრთელობაზე.  ყველა სტატისტიკური მონაცემი დასტურია იმისა, თუ რამდენად სჭირდება ქალაქს სარეკრეაციო სივრცეების  შენარჩუნება.  დღეს სარეკრეაციო ზონა, ერთ სულ მოსახლეზე 3 კვ. მეტრზე ოდნავ მეტია, რაც 3-ჯერ ჩამოუვარდება მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციას.  ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი გეომეტრიული სისწრაფით იზრდება, ბოლო ოთხ წელიწადში ეს მაჩვენებელი ორჯერ გაიზარდა. აღარ ვსაუბრობ სიმსივნით დაავადებულთა მაჩვენებელზე, რომელიც ყოველდღიურად იზრდება,”-აღნიშნა ბიბილაშვილმა.

თეგები: ანი ბიბილაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?
ახალი ამბები

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?

08:00 05-31-2025
პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ
ახალი ამბები

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ

20:41 05-30-2025
სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?
ახალი ამბები

სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?

19:37 05-30-2025
ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!

17:40 05-30-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved