გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას ასე გამოეხმაურა:
„არჩევნები პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ხელს უწყობს, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ დღევანდელი გარემოებები. ჯერჯერობით კონსტიტუცია არ შეგვიცვლია და ისევ ის სისტემაა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აწყობს. ამას ერთვება ის, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია, განსაკუთრებით კი „ნაციონალური მოძრაობა“, ამ არჩევნებისთვის ახლა მზად არ არის. სანამ შენი ლიდერი ციხიდან ვერ გამოგყავს, არჩევნებისთვის მზად ვერ იქნები“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს.
კომენტარები