ფოტო – მთავარი არხი
სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებმა დევნილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ გზა გადაკეტეს. დევნილები პოლიციას ცხედრის ადგილიდან გაყვანის საშუალებას არ აძლევენ.
წყარო: მთავარი არხი
დევნილები უკვე დიდი ხანია აქციებს მართავენ და ხელისუფლებას ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. მათი თქმით, შენობა ავარიულია და ნელ-ნელა იშლება, ადგილზე ცხოვრება კი სიცოცხლისთვის საშიშია. დევნილება არაერთი აქცია გამართეს. ისინი ჯანდაცვის ახალ მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა, გუშინდელი მონაცემით, მინისტრი მათ არ შეხვდა. აქცია გამართეს კანცელარიასთან და აქციის მონაწილეების თქმით, მათ ადმინისტრაციიდან უთხრეს, რომ წერილი დაეტოვებინათ პრემიერ ღარიბაშვილის სახელზე.
კომენტარები