ეს წელი საკონდიტრო კომპანიებისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ნედლეულზე ფასების ზრდამ და ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე , შექმნილმა დეფიციტმა, კომპანიები დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. გამონაკლისი არც საკონდიტრო კომპანია “სანდომია” რომელიც ბაზარზე უკვე წლებია ცნობილია მრავალფეროვანი ასორტიმენტით, რომელიც ყველა წამყვან მარკეტების ქსელშია წარმოდგენილი, სრული საქართველოს მასშტაბით.
დღეს, როცა უკრაინული და რუსული წარმოების ტკბილეული ეტაპობრივად ქრება დახლებიდან, მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ მათი წილი ბაზარზე ხარისხიანი და მოთხოვნადი პროდუქციით ჩანაცვლდეს. როგორც კომპანიაში აღნიშნეს, “სანდომი” მზადაა კიდევ უფრო დიდი რაოდენობის პროდუქციის წარმოებისათვის, რაც ქართულ ბაზარზე ამ დეფიციტის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.
“რაც შეეხება პროდუქციას, მუდმივად ვმუშაობთ ახალ ტექნოლოგიებზე, ხდება არსებული პროდუქციის დახვეწა და ასევე ახალ ასორტიმენტზე მუშაობა”-აღნიშნა “სანდომის” მარკეტინგის მენეჯერმა თეკლა თალაკვაძემ-“ვფიქრობთ, მიუხედავად იმისა რომ ნედლეულის დეფიციტი იქმნება რაღაც პერიოდით, რომ აღარ ვისაუბროთ გაორმაგებულ ფასებზე, ამ გამოწვევებს გავუმკლავდებით და შევეცდებით კიდევ უფრო მეტი სიახლე შევთავაზოთ მომხმარებელს”
საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეა , რომ “სანდომი” უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს ვაშლის ტყლაპს, რომელიც იყიდება როგორც წონით, ასევე 100 გრამიან შეფუთვებში. “სანდომის” ტყლაპი მალევე გახდა მოთხოვნადი პროდუქტი, და კომპანიაში სეზონურად სხვა ხილის ტყლაპის წარმოებაც იგეგმება.
მიუხედავად ბოლო დროს შექმნილი ეკონომიკური სირთულეებისა, კომპანიაში აცხადებენ რომ მათი მთავარი პრიორიტეტი მუდმივი წინსვლა და განვითარებაა, რის გარეშეც ბრენდი ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას. ” სანდომი” , როგორც ყოველთვის ახლაც აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სოციალურ და საქველმოქმედო კამპანიებში. გამონაკლისი არც ბოლო პერიოდია,კომპანია უკრაინიდან ჩამოსული მოქალაქეების და ასევე იქაური მაცხოვრებლებისთვის დაგეგმილ თითქმის ყველა საქველმოქმედო კამპანიაში აქტიურად არის ჩართული. ” ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენთვის -აღნიშნა თეკლა თალაკვაძემ– რადგან ვთვლით, რომ ყველა მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს მეტი სოციალიზაცია, და ასეთ კამპანიებში აქტიური ჩართულობა”
კომენტარები