რუსთავში სანიაღვრე ჭის ხუფების ქურდობის მცდელობის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ორივე პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ნაქურდალ ხუფებთან ერთად, ავტომანქანით მიმალვას ცდილობდნენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1981 წელს დაბადებული მ.მ და 1990 წელს დაბადებული ჯ.მ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მ.მ. და ჯ.მ. ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთი ქუჩაზე, სანიაღვრე ჭის ხუფებს უკანონოდ დაეუფლნენ.
პოლიციამ ბრალდებულების მიერ უკანონოდ დაუფლებული სანიაღვრე ჭის 2 ხუფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები