მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინის ორ სეპარატისტულ რეგიონში ჯარების განლაგების ბრძანება გასცა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა.
კერძოდ, სანქციები ეხება ხუთ რუსულ ბანკს და სამ გავლენიან პირს, მათ შორის გენადი ტიმჩენკოს.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
“ეს არის პირველი ტრანში, პირველი ბარიერი, რისი გაკეთებისთვისაც ჩვენ მზად ვართ. ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ისინი ფლობენ დიდ ბრიტანეთში, გაიყინება და ამ პირებს აეკრძალებათ აქ მოგზაურობა”, – განაცხადა ბორის ჯონსონმა პარლამენტში.
სანქცირებული ბანკების ჩამონათვალი Rossiya, IS Bank, General Bank, Promsvyazbank და Black Sea Bank.
კომენტარები