ვლადიმერ პუტინის დავალებით, ჩეჩნეთში რუსეთის უშიშროების საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა, სადაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა:
“სანქციების გამო რუსეთს ახალი გამოწვევები აქვს, აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დგება საკითხი, მოიძებნოს საშუალებები ტვირთბრუნვის გაზრდის მიზნით მეზობელ ქვეყნებთან კონტაქტების დალაგებისთვის. ჩეჩნეთის რესპუბლიკა უკვე რამდენიმე წელია მუშაობს საქართველოს საზღვართან თავის ტერიტორიაზე სასაზღვრო გადასასვლელის მოწყობაზე. ეს კითხვა ვლადიმერ პუტინს დიდ პრესკონფერენციაზეც დაუსვეს. მან თქვა, რომ ეს კარგი იდეაა.
ჩეჩნეთ-საქართველოს გზას აქვს ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა რუსეთისთვის. ის უზრუნველყოფს გასასვლელს საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთსა და ირანში, რომლებსაც კარგად განვითარებული საზღვაო და სარკინიგზო სატრანსპორტო კომუნიკაციები აქვთ. ჩვენი სახელმწიფოს რთული მდგომარეობის გათვალისწინებით ამ საკითხს უფრო მეტი აქტუალობა აქვს. სასურველია, რომ უშიშროების საბჭომ განიხილოს ეს საკითხი”
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები