ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი:
“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დასანქცირება უფრო მეტია ვიდრე პირადი სასჯელი კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვის. ეს აღიარებაა, რომ საქართველოში მოქალაქეებს სამართალზე ხელი არ მიუწვდებათ. კანონის ფარგლებს მიღმაა გასული უზენაესი სასამართლო, მთავარი ინსტანცია რომელმაც ადამიანის კანონიერი უფლებები უნდა უზრუნველყოს.
უფრო კონკრეტულად, სანქცირებული მურუსიძე-ჩინჩალაძე თქვენი მაცივრისთვის იცით რას ნიშანავს? არც ერთი ჭკუათმყოფელი ბიზნესი ინვეტიციით არ შემოვა ქვეყანაში სადაც სამართალს ვერ იპოვი, შესაბამისად არ შეიქმნება სამუშაო ადგილები… რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, ეს მხოლოდ დასაწყისია და თუ დროზე არ გავიგეთ მესიჯი, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის ამ განცხადებაშია, წინ მხოლოდ მეტი იზოლაცია გველოდება, შესაბამისი შედეგებით თქვენი შვილების მომავლისთვის.”
კომენტარები