ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ტარიელ გიორგაძე, აქვეყნებს ვიდეოს და ფოტოებს და წერს:
,,სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები”, რას ასხამთ ან რას ყიდით, რძის გარდა ყველაფერია! გაგიჟდით?!
მომიწამლეს მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე!
როგორც მითხრეს ეს პირველი შემთხვევა არაა და საკმაოდ ხშირადაც ხდება!
შენახვის პირობები “მაგნიტში”-ც და სახლშიც დაცული იყო. თუმცა როგორც ეხლა ამიხსნეს ასეთი პასტერიზებული არ უნდა გაფუჭდეს თუნდაც, მაცივარში არ იყოსო ანუ ,,მაგნიტი” და დისტრიბუცია გამოირიცხა, ესეიგი რა გამოდის: პირდაპირ ამ საწამლავს ასხამენ და ყიდიან?!
ველოდები სურსათის უვნებლობის სააგენტოს რეაგირებას, განაცხადი დაფიქსირებულია!
მომათაგეთ კომპანია ,,სანტე” ვერ მივაგენი!
P.S. ან რა მეთოდითაც არ უნდა დამუშავდეს 6 თვე რძე არ ფუჭდება?”
იმ შემთხვევაში, თუ კომპანია განცხადებას გააკეთებს, მასალა აქვე განახლდება.
კომენტარები