ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, ზაზა გახელაძისთვის ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ მისჯილი პატიმრობის თემაზე შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს უკანონოდ დაპატიმრებული თანამოქალაქეების გასათავისუფლებლად, მაგრამ ამას ხელს უშლის “საოკუპაციო, ბოროტი რეჟიმი”, რომელიც “ქართულ ოცნებასა” და ამჟამინდელ ხელისუფლებას მემკვიდრეობით ერგო წინა ხელისუფლებისგან.
“ხშირია ოკუპანტის თავაშვებული ქმედება საოკუპაციო ხაზს იქეთ, რასაც უკანონო პატიმრობა და ადამიანის უფლებათა დარღვევა მოსდევს ხოლმე, და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ასეთ შემთხვევებში, თუმცა ეს ხშირ შემთხვევაში ძნელია იმ საოკუპაციო, ბოროტი რეჟიმის გამო, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვხვდა წინა ხელისუფლებისგან – ამას არასდროს გამოვტოვებ, იმიტომ, რომ იქ იყო გაუგონარი დანაშაული, ასევე წინა ხელისუფლების მხრიდან, როცა ისინი მხარს უჭერდნენ რუსულ ნარატივს, თითქოს საქართველომ დაიწყო სამხედრო შეიარაღებული თავდასხმა და დაბომბვა ცხინვალის”
კომენტარები