“არაფერი განსაკუთრებული მოქცევა კადრებში არ ჩანს, ნებისმიერი ქართველი, რომელიც მოხვდებოდა იქ საოკუპაციო ზოლზე, მოიქცეოდა ისე, როგორც მოიქცნენ ეს ადამიანები, რომლებიც სალოცავთან, საყდართან იყვნენ მისულები,” – ამ განცხადებას ჟურნალისტი, ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელი, ლაშა ბერულავა “რეაქციაში” აკეთებს.
როგორც ბერულავა ამბობს, ბოლო კადრები, რასაც საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს, არ არის საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ არსებული მტკიცებულება. ბერულავას თქმით, აბსურდია ის ვერსია, რასაც საოკუპაციო რეჟიმი მკვლელობის გასამართლებლად ავრცელებს.
როგორი ცივსისხლიანი ვერსია შემოგვთავაზეს დღევანდელ დღეს გუშინდელ მკვლელობასთან დაკავშირებით. როდესაც მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ ორი ნასვამი ადამიანი მანქანით ცდილობდა სახელმწიფო საზღვრის გადალახვას, ცდილობდნენ დაჯახებოდნენ მესაზღვრეებს, ეს არის ოფიციალური ვერსია, რომელიც გაავრცელა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჯგბ-მ. იმის გამო, რომ საფრთხე შეექმნა რუსი მესაზღვრეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, პირველად მათ ისროლეს ჰაერი, ხოლო შემდეგ რამდენიმე გასროლა განახორციელეს საბურავების მიმართულებით, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა ერთი ადამიანი, ხოლო მეორე დააკავეს და წაიყვანეს ცხინვალის მიმართულებით. ეს ვერსია, რაც რუსმა ოკუპანტებმა შემოგვთავაზეს, თავიდან ბოლომდე არის აბსურდი, იმიტომ, რომ მათ პირდაპირ დამიზნებით ესროლეს თამაზ გინტურს, ამის დამადასტურებელი თვითმხილველების ნაამბობი არსებობს. გინტურთან მიახლოების საშუალება მაშინ მისცეს, როცა მისი ტელეფონი აიღეს, ანუ მტკიცებულება სადაც უნდა ყოფილიყო იმისა, როგორც ისინი იქცეოდნენ,” – ამბობს ბერულავა.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი კადრებს ავრცელებს, რომელიც მათი მტკიცებით, გატაცებული საქართველოს მოქალაქის მობილური ტელეფონით არის გადაღებული. ამ ვიდეომასალაში თამაზ გინტურის სიცოცხლის ბოლო წუთებია ასახული.
კომენტარები