საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე:
“მოკლედ, რასაც ვაკვირდები, საქართველოს ტერიტორიაზე ახალი ეთნოსების ჩამოყალიბება მიმდინარეობს.
პირველ ახალ ეთნოსს შეიძლება დავარქვათ უკრ-იბერები, ან კიდევ -უკრო-კოლხები, თუმცა სხვა ვარიანტებიც შეიძლება განვიხილოთ.
ამ ახალმა ეთნოსმა უკვე შექმნა თავისი ჰიბრიდული დროშა, ჰიმნის შერწყმა ჯერ ვერ მოხერხდა, თუმცა, მალე ეს ბედნიერი დღეც შეიძლება დაგვიდგეს.
ამასობაში, ჩუმად, მაგრამ ჯიუტად მეორე ეთნოგენეზის პროცესიც მიდის-იქმნება პირველის ოპორტუნისტი იბერო-რუსების, გნებავთ რუსო- კოლხების კლასტერი.
ესენი სიძულვილით უცქერენ უკრ-იბერების აქტიურობას და კბილებს აღრჭიალებენ.
ცხადია, ეს ორი ახალი ეთნოსს თავიანთი გმირები ყავთ-პუტინი და ზელენსკი.
მიაჩნიათ, რომ ისინი თავიანთი ქვეყნების და მეტიც, მსოფლიოს გადამრჩენლები არიან.
ამ დროს ორივე იმ ხალხების და სახელმწიფოების დანგრევისთვის იღვწის, რომელთა ,, მეთაურებიც” არიან.
იმათ, ვინც ამ ახალ ეთნოგენეზში არ ვმონაწილეობთ, ქალბატონი სალომეს იმედი უნდა გვქონდეს.
მართლაც, სადაც არ უნდა გათხაროს, ყველგან შეიძლება გათხაროს.
ბოლო გათხრა სვანურის და მეგრულის სკოლაში სწავლების შესახებ იყო ძალიან ბრძნული და, რაც მთავარია დროული, რადგან ზუსტად შეესაბამებოდა გეოპოლიტიკურ კონტექსტს.
აქ აუცილებლად უნდა გამახვილდეს ყურადღება პრეზიდენტების შერჩევის საოცარ ნიჭზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს მომადლებული.
ჯერ ხომ კარგა ხანს სააკაშვილი ,,მოწონდა”.
შემდეგ, ..ახალი სოკრატე”, მარგველაშვილი შეიტკბო.
მესამე და სამართალიო და იდეალური პრეზიდენტი პრობლემების არქეოლოგიის საოცარი უნარით დაჯილდოებულ სალომე ზურაბიშვილში დაინახა.
მეოთხე, სამასი ხმოსნის მიერ არჩეული პრეზიდენტი გადაარჩენს საქართველოს.
ყველაფერი წინაა!”
კომენტარები