ჟურნალისტი ვახო სანაია:
,,საოცარი ფოტო დადო ინსტაგრამზე ზელენსკიმ.
ჩემი დაკვირვებით, ქალებს მაინც განსაკუთრებულად უყვართ დღესასწაულები. ამ ფოტოზეც ქალი იღიმის (თითქოს). სინამდვილეში კი ამას ღიმილს ვერც დავარქმევთ.
კაცს არც გაღიმების უფლება აქვს და არც სურვილი. დიდი ტვირთი აწევს, მაგრამ თან ახალი წელია, თავის ხალხს უნდა მიულოცოს, სახე არ უნდა ჩამოსტიროდეს – ადამიანებს მაინც სჭირდებათ სიხარული, თუნდაც ომი იყოს, ამიტომ არც დაღვრემილია, მაგრამ არც სიხარულის ნატამალი ატყვია.
გამარჯვება გმირ უკრაინელ ხალხს !”
კომენტარები