ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა.
კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? შედეგები ასე გადანაწილდა:
- „ქართული ოცნება“ – 59.5%
- „ნაციონალურ მოძრაობას“ გაერთიანებულ პარტიებთან ერთად აქვს – 13.6%
- გვარამია, მელია, ხოშტარია, ჯაფარიძის გაერთიანებას – 10.3%
- ხაზარაძის გაერთიანებას – 4.5%
- გიორგი გახარია პარტიას – 3.8%
- იაგო ხვიჩიას „გირჩს“ – 2.7%
- პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფოს – 2.5%
- სხვა პარტიები – 3 .1%
ამ მონაცემებით, 5%-იან ბარიერს მხოლოდ სამი პარტია ლახავს. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით 18 სექტემბრიდან 30 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. გამოიკითხა 1700 ადამიანი. ცდომილება +/- 3%-ია.
,,იმედინიუსი”
კომენტარები