თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს საპატრიაქო გამოსწორებას ცდილობს იმ შეცდომების, რომლებიც მან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაუშვა. თეოლოგის აზრით, შესაძლოა, სინოდის სხდომის მოწვევა საჭირო კვლავ გახდეს.
არსებული ინფორმაციით, დღეს საპატრიაქოში გაიმართა საგანგებო შეხვედრა, რომელსაც სხვა მეუფეებთან ერთად, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოც ესწრებოდა.
როგორც ტიგინაშვილმა განაცხადა, ამ შეხვედრის მიზანი სხვა არაფერია თუ არა, საპატრიარქოს მიერ ჩიხიდან გამოსვლის მორიგი მცდელობა.
“ვფიქრობ, საპატრიარქოში გამართული შეხვედრა ემსახურება იმ ჩიხიდან გამოსვლას, რაც საპატრიარქომ თავისი უგნური, არამართლზომიერი და გაუაზრებელი პოლიტიკის გატარებით გამოიწვია. საპატრიარქო, პრაქტიკულად, გამოუვალ მდგომარეობაშია და ახლა, შესაძლოა, იქ მსჯელობა ამ სიტუაციიდან თავდახსნის გზებზე მიმდინარეობდეს.
თან, სინოდური განჩინებაც არ არის აღსრულებული, რადგან დღეს ეკლესიები იხურება და ღვთისმსახურებებს მრევლი არ ესწრება. ახლა საპატრიარქოს მიერ ღია კარების მტვრევა და ხელოვნურად ვითარების დაძაბვა ასოციალური, ანტისახლემწიფოებრივი და ანტიქრისტიანული ნარატივია, რაზეც რამდენიმე გულწრფელი ადამიანიც არის წამოგებული“,- განაცახდა ტიგინაშვილმა.
თეოლოგი აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სინოდის სხდომა, შესაძლოა, კიდევ ერთხელ გაიმართოს.
“კულუარულად ითქვა, რომ შესაძლოა, სინოდის სხდომის გამართვა განმეორებით გახდეს საჭირო, რადგან ცალკეულმა მღვდელმთავრებმა მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. განჩინების მიხედვით კი, ქვეყანაში არსებული ვითარების მიუხედავად, მორწმუნე ადამიანები ტაძარში უნდა დადიოდნენ.
დიდი ალბათობით, საპატრიაქოს ადმინისტრაციის სამდივნო შორენა თეთრუაშვილისა და ანდრია ჯაღმაიძის თაოსნობით, იღებს ისეთ გადაწვეტილებებს, რომლებიც ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია“, – განაცხადა ტიგინაშვილმა.
2020NEWS
კომენტარები