ჟურნალისტი, ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ხელისუფლებას სინამდვილეში მაქსიმალურად აწყობს მიზეზები იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობაც გაახანგრძლივოს და შეზღუდვებიც უფრო და უფრო გაამკაცროს, თან სხვებს აბრალოს.
საპატრიარქოს ჰგონია რომ ხელისუფლება საპატრიარქოს თამაშს თამაშობს, სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა. საპატრიარქო, თავის უგუნურებით უხვ და ნოყიერ მასალას აძლევს ხელისუფლებას კიდევ უფრო გაამკაცროს ძალაუფლება და ტოტალიტარიზმი სახელმწიფოში.
ამ უგუნურების გამო, საპატრიარქო გამოვა ყველაფერში დამნაშავე, მის წინააღმდეგ მიმართავს ხელისუფლება საზოგადოების რისხვას, ხელისუფლება კი უსუსურ, ჩაგრულ, მაგრამ კეთილგონიერი პერსონაჟის იმიჯს შეიქმნის.
ჯამში ეს ყველაფერი კი მხოლოდ გააძლიერებს ხელისუფლების ძალაუფლებას.
თუ წინა ხანებში ჩვენ ვიდექით ტოტალიტარიზმის ზღურბლთან, დღეს უკვე შევაბიჯეთ პირველი ნაბიჯები ტოტალიტარიზმში. უგუნური მოქალაქეები კი ტაშის გრიალით შეხვდნენ მორიგ აკრძალვებს და ლამის იქით გადაუხადეს მადლობა მორიგი ულუფა თავისუფლების და პერსპექტივის წართმევისათვის.
“ქართული ოცნება” არც უუნაროა და არც სუსტი, ზუსტად იმას აკეთებს, რაც სურს – ტოტალური გავლენის მოხვეჭას, ავტორიტეტული ინსტიტუტების ნგრევას და სრულ, ტოტალურ ძალაუფლებას მოქალაქეებზე. ქმნის ტოტალიტარულ სახელმწიფოს.”
კომენტარები