მამა გიორგი მამალაძის ყოფილი ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ვარაუდობს, რომ დეკანოზი იმ გვარებსაც დაასახელებს, რომლებიც მას ებრძოდნენ:
მან გააკეთა განცხადება, რომ ბრძოლა არ დამთავრებულა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, ყველაფერი გამოაშკარავდება, თუ რისთვის გაწირეს ახალგაზრდა ადამიანი და როგორ შესწირა მან ჯანმრთელობა რწმენას – მართლმადიდებლობას, ნამუსსა და ღირსებას. ეს ყველასთვის იქნება მაგალითი. მას სრული უფლება, ლეგიტიმაცია, ღირსება გამოვიდეს… გააკეთა კიდეც განცხადება, რომ გაასაჯაროებს, ყველა იმ უკანონობაზე და უსამართლობაზე ისაუბრებს, რომელიც თავიდანვე იყო, რიდესაც საზოგადოებას ატყუებდნენ – მაღალჩინოსნებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს პატრიარქის მკვლელობა აღმოფხვრეს, ამის მერე იყო ჩემგან ინფორმაცია, რომ ეს არ იყო პატრიარქზე და ეს იყო ვინმე შორენა თეთრუაშვილზე.
საპატრიარქო შარშია თავიდანვე, ყველას კარგად გვახსოვს, როდესაც მე ჩემს კოლეგებთან ერთად ამ ყველაფერს ვასაჯაროებდით, როგორი დაპირისპირება და როგორი პრეტენზიები იყო მაღალი სასულიერო თანამდებობის პირებისაგან. ეს იყო კონსტანტინე იაკობიშვილი და გარკვეული ჯგუფი, რომლებიც თავიდანვე ებრძოდნენ დეკანოზს თავისი სიმართლისთვის.
კომენტარები