“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი ხატთან დაკავშირებით, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება:
“სრულიად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია. ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვწერდი: თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!”
7 იანვარს ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ სამების ტაძარს სტალინის გამოსახულებიანი ხატი მათ შესწირეს.
ხატის სამების ტაძარში დაკიდებას საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ორი დღის წინ მას ლურჯი საღებავიც შეასხეს, რისი ამსახველი ვიდეოც ნატა ფერაძემ გაავრცელა.
კომენტარები