სალხინოს მონასტერში ხმაურისა და დაპირისპირების გამო, ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი “კამერატა” ჩაიშალა.
“7 წელიწადია ამ ტერიტორიაზე ტარდება საერთაშორისო კამერული მუსიკალური ფესტივალი, უცხოელი მონაწილეები არიან ჩამოსული და რა გვინდა, რომ მსოფლიოს ვაჩვენოთ ცირკი?! საპატრიარქომ მოგვცა პირობა, რომ ეს სამი დღე, როცა ფესტივალი უნდა გამართულიყო, არაფერი მოხდებოდა. ჩვენ ჩვენი საფესტივალო ინვენტარი უკვე შევიტანეთ დადიანების სასახლეში. ეს არის ტყუილი, ეს არის სახე ნამდვილად ქვეყნის და საპატრიარქოსი. ჩვენ პირობა მოგვცეს, რომ სამი დღე არაფერს უწყვეტდათ”, – ამბობს ფესტივალის ორგანიზატორი.
შეგახსენებთ, გამთენისას მეუფე სტეფანემ ჩოხოსანთა დახმარებით ჭყონდიდის ეპარქიიდან განყენებული სასულიერო პირები ძალის გამოყენებით მონასტრიდან გამოაძევა.
სალხინოში ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია. არსებული ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველების დამატებითი ძალები იმერეთიდან ჩაიყვანეს.
კომენტარები