გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდა:
“საპატრიარქოში, რომ ვიყავი სიმშვიდე ვიგრძენი. წესის აგების უფლებაც მომცეს, რასაც მე ამდენი ხანი განვიცდიდი, რომ ჩემ შვილს თვითმკვლელობის იარლიყს მიაკერებდნენ.
საპატრიარქომ თვითმკვლელის იარლიყი მოხსნა ჩემ შვილს. ვუთხარით, რომ გამოძიება არაფერს აკეთებს ან თუ აკეთებს, არაფერს გვაგებინებს
წესის აგებაზე დაგვთანხმდნენ. პატრიარქი შეუძლოდ იყო და სხვა დროს დაგვიბარა.
ეზიარეთო და ღმერთი დაგეხმარებათ ამ საქმის გახსნაშიო – გვითხრეს.”
შეგახსენებთ, დღეს, რამდენიმე სააგენტომ ზუსტად მაშინ, როცა ბაჩალიაშვილის ოჯახი საპატრიარქოში მისასვლელად ემზადებოდა, გაავრცელა უცნობ წყაროზე დაყრდნობით დაწერილი პოსტი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა ადრეც სცადა თვითმკვლელობა – 10 წლის წინ, მაშინ, როცა ჯერ კიდევ ბავშვი იყო.
თამარის დედა ამბობს, რომ ის არ დაუშვებს მისი შვილის დისკრედიტაციას და მზადაა ამისათვის მოკვდეს! – იგი “ფორმულასთან” ჰყვება, რა მოხდა სინამდვილეში 10 წლის წინ.
მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციებისა, საპატრიარქომ მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო – რაც დედის თქმით, დაეხმარა მის შვილს თვითმკვლელის იარლიყის მოხსნაში!
კომენტარები