ალტ–ინფო აქციას აანონსებს, ალტ–ინფოს ერთ–ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე ავრცელებს ვიდეომიმართვა და ამბობს:
საპატრიარქოს განცხადება, ჩემი ღრმა რწმენით, არის სტრატეგიული შეცდომა, შეცდომაა არა იმასთან დაკავშირებით წმინდა მატრონას ხატზე კონკრეტული ეპიზოდი უნდა იყოს გამოსახული თუ არა, მაგას თვითონ გადაწყვეტენ, სტრატეგიული შეცდომაა იმიტომ, რომ ამ ფორმით, ასეთი ტექსტით, ამ განცხადებით, რეალურად, პოლიტიკურად გაფორმდა შემდეგი – ეკლესიასთან და საპატრიარქოსთან ნატა ფერაძის მეთოდებით ლაპარაკი, თურმე, მოსულა, თურმე შესაძლებელი ყოფილა ეკლესიაში შევარდნა, ხატებზე ვანდალიზმი და მაგითი შედეგის მიღწევა. არ შეიძლება ასეთი საქციელი რეაგირების გარეშე დარჩეს. აქცია აუცილებლად შედგება, ამ აქციის აზრი არა ხატის კანონიკაში გარკვევაა, არამედ საქართელოს საკათედრო ტაძარში ვიღაცა ცხოველების შეჭრა და ვანდალიზმია.
“უკანასკნელი განცხადება პატრიარქთანაა შეთანხმებული… თავად განსაჯეთ…” – ჯაღმაიძე
კომენტარები